სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4873.JPG

ღორეშის თემში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ღორეშაში მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ხელმძღვანელობით, ხალხმრავალი შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სოფლისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე და ერთობლივად შეარჩიეს მომავალი პროექტები.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ისტორიული წისქვილების რეაბილიტაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელდა. ეს ინიციატივა არა მხოლოდ პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, არამედ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც ემსახურება.

შეხვედრაზე დავით დევდარიანმა სოფელ ღორეშაში უკვე განხორციელებული პროექტები შეაჯამა. გასულ წელს სოფლის გზების აღდგენისთვის 835 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო წელს დამატებით 335 ათასი ლარი გამოიყოფა. აღნიშნული სამუშაოები სხვა ინფრასტრუქტურული პროგრამით, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება და სოფლის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს.

დღეს შერჩეული პროექტები:

წისქვილების რეაბილიტაცია

გზის მონაკვეთის ბეტონირება

სკვერის შემოღობვა

სოფლის მხარდამჭერი პროგრამა ადგილობრივების რეალურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. მოსახლეობა თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რაც უზრუნველყოფს სრულყოფილ დიალოგსა და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.

 

ნანახია: 13 - ჯერ