სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5510.JPG

ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაშის თემს შეხვდა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა, სადაც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შერჩეული ინიციატივები განიხილეს.

 ️მოსახლეობის ჩართულობით გამართულ შეხვედრებზე გარე განათების ქსელის მოწყობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა.

შეხვედრას ესწრებოდა, მერის წარმომადგენელი, კახა კვინიკაძე და ბაზალეთი-ლაშე-ღორეშა-სარგვეშის მაჟორიტარი დეპუტატი, პავლე კიკალიშვილი.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის საერთო ბიუჯეტი 890,000 ლარს შეადგენს. მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტმა დამატებით 200,000 ლარი გამოყო, რათა სოფლებში დაგეგმილი პროექტები მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად განხორციელდეს.

 სამუშაო შეხვედრების სერია 14 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც პროექტების ეტაპობრივი განხორციელება დაიწყება.

 

ნანახია: 15 - ჯერ