ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ვახანს ეწვია, სადაც მერის წარმომადგენელ ლევან გოგოლაძესთან და ლეღვანი-ვახანის მაჟორიტარ დეპუტატ ვერა ოდიკაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები. შერჩეული ინიციატივებია:
ვახანი – გზის ბეტონირება;
სერბაისი – გზის რეაბილიტაცია და მილ-ხიდების მოწყობა;
ზედუბანი – საუბნო გზის შეკეთება, გარე განათების ქსელისა და მილ-ხიდების მოწყობა.
პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დაფინანსდება, რაც სოფლებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.