ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ‘’სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით , ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, კვლავ გრძელდება.
7 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელ , თამაზ ჭიპაშვილთან ერთად ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
განისაზღვრა პრიორიტეტები:
ღარიხევი - სასმელი წყლის სათავის მოწესრიგება
წიფი - სანიაღვრე არხების მოწყობა
ბაზალეთი - სასაფლაოს შემოღობვა
ქროლი - საუბნო გზის მშენებლობა
მოსახლეობასთან შეხვედრები,14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება