სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/475756922_1119601120176458_7022345827755351509_n.jpg

კულტურის, ხელოვნების და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრში, 2025 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, გაერთიანებაში შემავალ ორგანიზაციებსა და დასაქმებულ პირებს 2025 წლის პროგრამა ოფიციალურად წარუდგინა.

 „2025 წელი ჩვენთვის ახალი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. ჩვენს გუნდს ტურიზმის სამსახური შეუერთდა, რაც ახალი შესაძლებლობების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელი წარმატებული იყო ყველა მიმართულებით. კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ვმუშაობთ, რომ კულტურა, ხელოვნება და ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს.“ – განაცხადა მამუკა ჭიპაშვილმა.

კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი – ხარაგაულის საბიბლიოთეკო ქსელს, ინოვაციების ცენტრს, ისტორიულ მუზეუმს, ლიტერატურული თეატრს, კულტურის ცენტრს, ხარაგაულის სახალხო თეატრს , თოჯინების თეატრს, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს და ტურიზმის განვითარების ცენტრს აერთიანებს.

მამუკა ჭიპაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა თითოეული ორგანიზაციის პროექტებსა და წარმატებულ საქმიანობაზე.

 ,,საერთო კულტურული აქტივობების გაძლიერება, ტურიზმის მიმართულების განვითარების გაგრძელება, ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისათვის“- ასე გამოიყურება ცენტრის 2025 წლის მთავარი გეგმები.

კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი 2025 წელს კიდევ უფრო მეტ ინოვაციას და აქტივობას გპირდებათ!

 

ნანახია: 66 - ჯერ