საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 1 საკითხი განიხილეს.
სხდომას , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილების პროექტი გააცნო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად-6 119 000 ლარი გამოეყო.
ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 დეკემბრის N25 დადგენილებაში შევიდა.