კონცერტზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, გამორჩეული პროფესიონალიზმით შეასრულეს ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები.
ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის „გრავეს“ მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოებისგან განსაკუთრებული მოწონება და დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ღონისძიების დასასრულს, სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ, დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა, მშობლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ნდობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი სასწავლო პროცესის წარმატების საფუძველია.
მსგავსი კონცერტები არა მხოლოდ მოსწავლეების მუსიკალური უნარების წარმოჩენისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მათ შემოქმედებით განვითარებასა და მოტივაციის ზრდასაც უწყობს ხელს.
წლის შემაჯამებელმა კონცერტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის მუშაობის ხარისხი , რაც პედაგოგების მონდომების, შრომის და პროფესიონალიზმის შედეგია.