სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1265.JPG

ხარაგაულში  გზის გაწმენდითი სამუშაოები 21 სოფელში  ჩატარდა

მერის, კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარის გამო წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევა.

ხარაგაულში თოვა შეწყდა, თუმცა თოვლის საფარი 30-60 სმ-ია.

დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა სოფლებში. პროცესს ადგილზე აკონტროლებდნენ მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მოადგილე, დავით დევდარიანი.

მუნიციპალიტეტის სოფლებში 11 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.

გზების გაწმენდითი სამუშაოები 18 სოფელში ჩატარდა და საჭიროების შესაბამისად კვლავ გაგრძელდება.

გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი გზები ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით.

მოყინული საფარზე მოცურების თავიდან ასაცილებლად, გზებზე დაყრილია ქვიშა-მარილი.

ელექტროენერგიის გარეშე დროებით 1500 აბონენტია დარჩენილი. აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სასმელი წყლის მიწოდება შეუფერხებლად გრძელდება.

ბუნებრივი აირი მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება.

ხარაგაულის მერია შეუჩერებლად მუშაობს, რათა გამოწვევები დროულად და ეფექტურად მოგვარდეს.

 

 

 

 

 

ნანახია: 37 - ჯერ