,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.
მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილეს,ტარიელ ხიჯაკაძეს.
ტარიელ ხიჯაკაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარაგაულში. იგი ღვაწლმოსილი მეტყევეა.
1979 წელს დაიწყო მუშაობა ხარაგაულის სოფლის მეურნეობების სამმართველოში მეტყევე ინჟინერის თანამდებობაზე, სადაც 1983 წლამდე იმუშავა, შემდეგ მუშაობა გააგრძელა ხარაგაულის სატყეო მეურნეობაში რიკოთხევის, ვარძიის, ბორითის სატყეო უფროსად , შემდეგ კი მთავარი მეტყევის თანამდებობაზე.
2015 წელს გადაეცა მერაბ არევაძის სახელობის სიგელი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
2022 წელს გახდა საუკეთესო რეინჯერი.ამავე წელს ტელეკომპანია პირველმა არხმა მასზე გადაიღო სიუჟეტი, რომელიც ნაჩვენები იყო 31 ივლისს რეინჯერის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდა გერმანიის, იტალიის, ავსტრიის და პოლონეთის ეროვნულ პარკებში. იქ მიღებული გამოცდილება დიდად დაეხმარა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მართვაში.
კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად, წარუდგინა.
საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან ერთად დააჯილდოვა.
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!