სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0204.JPG

 ვახტანგ ტალახაძეს  საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა , ღვაწლმოსილ რკინიგზელს, ზვარე-წიფის თემის მაჯორიტარ დეპუტატს, ვახტანგ ტალახაძეს.

ვახტანგ ტალახაძე - ბატონი ვახტანგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარაგაულში. იგი ღვაწლმოსილი რკინიგზელია. ამჟამად მუშაობს საქართველოს რკინიგზაში ელმავლის მემანქანედ.ელმავლით მას გავლილი აქვს ერთ მილიონ კილომეტრზე მეტი. იგი ასევე  გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი.

მიღებული აქვს მედლები, ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები მილიონი კილომეტრის გავლის გამო.

2015 წლიდან არჩეული გახლდათ მოლითის თემის დეპუტატად 2020 წლამდე. 2020 წლიდან დღემდე არის ზვარე-წიფის თემის მჟორიტარი დეპუტატი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!

 

ნანახია: 16 - ჯერ