სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0156.JPG

გოჩა მაჭავარიანს  საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა, სპორტის ოსტატს, გოჩა მაჭავარიანს.

გოჩა მაჭავარიანს, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარებაში, განახლებაში  და  იმ გამარჯვებებში, რომელმაც ქართველებს მრავალი სიხარული აჩუქა.

მან 1981 წელს დაიწყო ვარჯიში ს.პ.ი - ის რაგბის გუნდში , შემდეგ რაგბის გუნდ ,,შევარდენში“, რომლის სახელითაც გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. ორჯერ გახდა აღნიშნული ჩემპიონატის პრიზიორი, მონაწილეობდა აგრეთვე თასის გამართულ შეჯიბრებაში.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ , დაგროვილი გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარების მიზნით, ბატონი გოჩა მუშაობას აგრძელებს, რაგბის კავშირში. იგი გახლდათ ახალგაზრდული ნაკრების მენეჯერი, აგრეთვე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.

ამჯამად მუშაობს რაგბის კავშირში სამეთვალყურეო კომიტეტის თავმჯდომარედ.

მას მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი გოჩას მეუღლე გახლავთ ნინო სალუქვაძე - მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო სუპერ თასის 9 - გზის მფლობელი. ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი.

შვილები: ცოტნე მაჭავარიანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ზამთრის თამაშების მოხალისეთა მენეჯერინინი მაჭავარიანი - საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტების მენეჯერი.

გოჩა მაჭავარიანის სოფელი გახლავთ ლაშე.

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!

 

ნანახია: 16 - ჯერ