სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0065.JPG

პაატა კვიჟინაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პაატა  კვიჟინაძეს

პაატა კვიჟინაძე 2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სიით.

2016 -2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი , საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2020-2024 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი. დღემდე იკავებს  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.

როგორც ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ინდივიდუალურად განიხილავს ხარაგაულში მცხოვრები თითოეული მოქალაქის პრობლემას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეხმარება მათ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის. იგი მუდმივად ზრუნავს ხარაგაულის განვითარებაზე. მის სახელს უკავშირდება ხარაგაულში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ მას განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება აქვს ხარაგაულის მიმართ, მისი ბებია ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვნიდან გახლდათ.

ბატონი პაატა გახლავთ ღირსეული ადამიანი,რომლის საქმიანობა და განვლილი გზა სამაგალითოა ყველა მოქალაქისთვის. მას  ჩვენი ქვეყნის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება აქვს.

 

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!

ნანახია: 38 - ჯერ