სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_22.png

გიწვევთ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, დღის  12 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე  ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერის მიერ აგზავნილი ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაიწყო    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლების და 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება.

იხილეთ:  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი2025 წლის ბიუჯეტის პროექტი

 

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ კომისიებსა დაფრაქციებს.

დოკუმენტები ასევე  საჯარო განხილვისათვის ასევე გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით გაზეთში ,,ახალი ხარაგაული”.

დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საინფორმაცია დაფაზე და საკრებულოს  აპარატში, მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15.

აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში გაიმართება შემდეგი განრიგით:

1.საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 18 ნოემბერი დღის 13.00 საათი;

2.საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა

კომისია - 18 ნოემბერი დღის 12 საათი;

3.საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის

საკითხთა კომისია - 19 ნოემბერი დღის 12 საათი;

4.საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის

კომისია - 19 ნოემბერი დღის 12 საათი;

5.საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია - 18 ნოემბერი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ -დასკვნის, ხოლო საკრებულოს სხვა კომისიებმა, ფრაქციებმა, საკრებულოს წევრებმა და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა - წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები  საკრებულოს აპარატში  არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს უნდა წარმოადგინონ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 149 - ჯერ