სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8103.JPG

შ.ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში პიანისტ, ვატო ჟორდანიას სოლო კონცერტი გაიმართა

ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ასოცირებული პროფესორის, პიანისტის, ვატო ჟორდანიას სოლო კონცერტი გაიმართა.

კლასიკური მუსიკის საღამოს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეებთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად, დაესწრო.

კონცერტზე, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.

ვატო ჟორდანია, რომლის კონცერტებიც იმართება ევროპის წამყვან დარბაზებში, უკვე მრავალი წელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. მას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში, აქტიურად მართავს კონცერტებსა და მასტერკლასებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

კობა ლურსმანაშვილი:

„ჩვენ განსაკუთრებული მუსიკალური მოგზაურობის მონაწილეები ვიყავით. ვატო ჟორდანიას მიერ შესრულებული თითოეული ნოტი და მელოდია გვაძლევდა საშუალებას მიგვეღო შთაბეჭდილება, რომლებიც დიდხანს დაგვრჩება მეხსიერებაში.

განსაკუთრებული მადლობა შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ქალბატონ ლალი ალექსიძეს, ამ შთამბეჭდავი საღამოს ორგანიზებისთვის.“

საღამომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა კლასიკური მუსიკის სიძლიერე, მისი საოცარი უნარი, გადმოგვცეს სილამაზე და შეგვახვედროს საკუთარ ფიქრებთან

 

ნანახია: 74 - ჯერ