სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/8253f716-8dfb-4dd7-f1d2-08db667d094b_1.jpg

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირები სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ

პროგრამა საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.  პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან.

თუ გსურთ მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანი და ამოცანა:

  • პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.
  • პროგრამის ამოცანაა, მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით/ მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

            პირობები:

  • თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.

 

  • ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.

 

  • განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.rda.gov.ge/programs/entrepreneurial-activity-mountainous-regions/81dcc65b-b26b-428d-a731-d0c1555ceecc

ასევე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენივე მუნიციპალიტეტის სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.

__________________________________________

* კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43

ნანახია: 1210 - ჯერ