სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6953_1.JPG

,,ბამბაზიის სამოთხე“ -პედაგოგებისთვის ხარაგაულის თეატრმა სპექტაკლის ჩვენება გამართა

დღეს, 27 სექტემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი ,,ბამბაზიის სამოთხე" გამართა. ( რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

 სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიას და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების ტკივილსა და მწუხარებას ეხება, ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ამ სპექტაკლის ჩვენება სიმბოლური გახლდათ.

სპექტაკლს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი,მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის გადაწყვეტილებით, სპექტაკლის ჩვენება სპეციალურად ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართა.

პედაგოგებისთვის სპექტაკლის ჩვენება, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად ყოველი წლის 4 ოქტომბერს იმართება.

 

ნანახია: 97 - ჯერ