სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16_1_1.png

11 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის

                                                                    დღის წესრიგი

1. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. N61ა-ში მდებარე 36.01.33.048.01.500 საკადასტრო კოდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობის მე-2 სართულზე არსებული 33.30 კვ.მ , 24,98 კვ.მ და 5.55 კვ.მ ფართის 3 საოფისე ოთახი, საერთო ფართით 74.38 კვ.მ. სსიპ სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202504753) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური

ცენტრის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხარაგაულის

მუნიციპალური განყოფილებისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 2026 წლის პირველ იანვრამდე გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

2. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში მდებარე, 36.01.33.046 საკადასტრო კოდით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში

არსებული 11,31 კვ.მ ფართის 1 ოთახის სსიპ - საქართველოს სტატისტიკის

ეროვნულ სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის

წესით, 1 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.37.501) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის N69. 69241345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

4. ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმის, გარე რეკლამის

განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

                                                                                                         თანამომხს: მარინე კვინიკაძე

5.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133721 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე

                                                                                                      მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

6. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69.692133718 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე

                                                                                                 მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

7. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

                                                                                                  მომხს: ზურაბი ბანცაძე

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 165 - ჯერ