სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6512.JPG

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა

დღეს ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  2024 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა საკრებულოს წევრებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შემოსულობების გეგმა 13 677,7 ათასი ლარით განისაზღვრა. ფაქტიურად მუნიციპალიტეტმა ექვს თვეში  17 237,8 ათასი ლარის შემოსულობები მიიღო, შემოსულობების ექვსი თვის გეგმა შესრულებულია 126,0 % -ით, ხოლო წლიური გეგმა 76,1 % -თ. ამასთან, გასული წლის შესაბამისი პერიოდის შემოსულობებს მიმდინარე წლის ფაქტიური შემოსულობები 7 293,4 ათასი ლარით აღემატება.

ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს ბიუჯეტის შემოსულობები და გასავლის ნაწილში გაწეული ხარჯები დეტალურად გააცნო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ 2024 წლის ექვს თვეში დაგეგმილი 15 887,6 ათასი ლარის ხარჯებიდან დაფინანსებულია 13 138,8 ათასი ლარის ხარჯები, დაგეგმილის 82,7 %. ხოლო წლიური 25 536,5 ათასი ლარიდან - 51,5 %

ვრცლად ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე https://bit.ly/3Xbj9Bx

დღეს გამართულ სხდომაზე,  საკრებულოს წევრებს ანგარიში წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა.

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/4fVI3hd

ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, კოლეგებს ანგარიში გააცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის

თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა. 

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3T02S14

 

 

ნანახია: 206 - ჯერ