სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5856.JPG

ხარაგაულის მერი, სოფელ ბორში საზაფხულო ბანაკის გახსნას დაესწრო

 ,,ერუდიტ ბანაკში" ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან 60 მოსწავლე ისვენებს.

ბანაკის იდეა ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კარვების ბანაკი ხარაგაულელი მოსწავლებისათვის 5 დღის მანძილზე გაგრძელდება და   26 აგვისტოს დასრულდება.

ბანაკი ახალგაზრდებს ინტელექტუალურ და შემეცნებითი ხასიათის  აქტივობებთან ერთად გასართობ და სათავგადასავლო ხასიათის თამაშებს სთავაზობს.მოსწავლეებს  ჩაუტარდებათ საუბრები ხელოვნებაზე,   განხორციელდება კულტურული და სპორტული ხასიათის  ღონისიძიებები.

ბანაკის პირველ დღეს, ახალგაზრდებს მერი ,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა, კობა ლურსმანაშვილმა  ახალგაზრდებს უშუალოდ მოუსმინა და აღნიშნა , ის სრულიად სხვა ფორმატში  გეგმავს შეხვედრას მათთან.

,,ეს იქნება  შეხვედრა უშუალოდ თქვენთან, სადაც მე მოვისმენ თქვენ საჭიროებებს და ხედვებს, რომელიც  2025 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის დროს ასახული და გათვალისწინებული იქნება" - აღნიშნა მერმა

საზაფხულო ბანაკის მიზანი , წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება, ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილების მიღება, თავისუფალი დროის ეფექტურად  გამოყენების შესწავლა, მოზარდებში  განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა  და პოზიტიური ემოციებისა  და განწყობის შექმნაა.

პროექტის ორგანიზატორები არიან,  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, სპორტისა და შიდა  ტურიზმის განვითარების ცენტრი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახური.

 

ნანახია: 277 - ჯერ