სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6151.JPG

სოფელ ბორში საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა

ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ,,ერუდიტ ბანაკში“ ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან 60 მოსწავლე ისვენებდა.

მოსწავლეებმა ბანაკში საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული თავგადასავლებით სავსე 5 დღე გაატარეს.

დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდებს მერის პირველი მოადგილე ესტუმრა. ვარლამ ჭიპაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა , მათ კიდევ უფრო საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ესაუბრა და განვითარებისთვის მუდამ მზაობა და წარმატებები უსურვა.

ბანაკის ბოლო დღემ მხიარულ გარემოცვაში ჩაიარა. პროექტის იდეის ავტორმა , მამუკა ჭიპაშვილმა , სიმბოლურ ჟიურთან ერთად გუნდების მიერ მომზადებული ნომრები შეაფასა და აქტიური ახალგაზრდები წამახალისებელი საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოვა.

საზაფხულო ბანაკის მიზანი , წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება, ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილების მიღება, თავისუფალი დროის ეფექტურად  გამოყენების შესწავლა, მოზარდებში  განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა  და პოზიტიური ემოციებისა  და განწყობის შექმნა გახლდათ.

პროექტი  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის, სპორტისა და შიდა  ტურიზმის განვითარების ცენტრის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და  მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

ნანახია: 224 - ჯერ