სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4702.JPG

ხარაგაულელმა ნიკა ჩხიკვაძემ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის საგზური მოიპოვა

 

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდა სპორტსმენს , ნიკა ჩხიკვაძეს შეხვდა და მას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მოლდოვაში 26 აგვისტოს გაიმართება  წარმატებები უსურვა.

 მიღწეული შედეგისთვის და გაწეული შრომისთვის მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს, მერაბ იჩქიტიძეს და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს (დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი). 

 ნიკოლოზ  ჩხიკვაძემ, მსოფლიოს შესარჩევ პირელობაზე მკლავჭიდში 80კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში დაიკავა პირველი ადგილი და მსოფლიოს პირველობაზე საგზური მოიპოვა. მსოფლიოს პირველობა  26 აგვისტოს მოლდოვეთში ქალაქ კიშინიოვში ჩატარდება.

სპორტსმენის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯებს ხარაგაულის მერია დააფინანსებს.

ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას.

მადლობა სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის  ყველა თანამშრომელს, ვინც წვლილი  შეიტანა ამ დიდ წარმატებაში.

 

 

 

ნანახია: 231 - ჯერ