სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4728.JPG

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულში შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის მოადგილეს დავით დევდარიანს და მერის წარმომადგენლებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს,   მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია გეგმა–გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.

დღეიდან, სააგენტოს საველე ჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს ლაშის და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დამატებით გეგმა- გრაფიკს, დაგეგმილი აზომვითი სამუშაოების შესახებ, მერიის ოფიციალური გვერდის დახმარებით ეტაპობრივად გაცნობებთ.

ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით ხორციელდება. 

პროცესი სრულად ელექტრონულად წარიმართება.  საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა.

ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა სრულიად უფასო არის.

ნანახია: 259 - ჯერ