სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4296.JPG

სოფელ ბაზალეთის მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში აქტიურ ჩართვას აპირებს

ხარაგაულის მერია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

 

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ბაზალეთის მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.

 

თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა https://docs.google.com/…/16AGtFW8vLxmUf7Axt50XzyLaCLP…/edit

განაცხადების მიღება, დღეს 29 ივლისს  სრულდება.

ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე!

ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !

 

ნანახია: 255 - ჯერ