სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4427.JPG

ბორითში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად ,აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.

საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

 

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ბორითის    მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.

 

თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა  https://bit.ly/4d38orS

 

განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება.

ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე!

ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !

 

 

ნანახია: 171 - ჯერ