სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4461.JPG

ხუნეველი ახალგაზრდები მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ

ხარაგაულის მერია,მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად,აქტიურ საინფფორმაციო  კამპანიას ატარებს.

საინფორმაციო კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით ხორციელდება.პროგრამის ეფექტურად წარმართვის მიზნით ხარაგაულში აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

 

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოფელ ხუნევის   მცხოვრებლებთან,საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მოწვეულმა ექსპერტმა, ნინო ლოლაძემ დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს პროგრამაში მონაწილეობის გზები და შესაძლებლობები.

 

თუ დაინტერესდი, გადადი აღნიშნულ ბმულზე, შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე შენი იდეა https://bit.ly/4d38orS

განაცხადების მიღება ,დღეს 29 ივლისს  სრულდება.

ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე!

ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !

 

ნანახია: 119 - ჯერ