სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/451229449_122115554450356498_8234126799714651659_n_1.jpg

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს,  15 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.  სხდომას,მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

 

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

 

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელმა,ალექსანდრე ტაბატაძემ, საკრებულოს წევრებს,გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

სხდომაზე ,ასევე მოისმინეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის  ხელმძღვანელის ,შმაგი ხიჯაკაძის ანგარიში, გაწეული მუშაობის შესახებ .

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის  01  აპრილის  N 69240926  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, - მომზადებული საკითხი,  ბიუროს , ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა,პეტრე შარიქაძემ წარუდგინა.

ბიუროზე  განხილულ საკითხებს , საკრებულოს სხდომაზე გაეცნობიან , რომელიც 5 აგვისტოს გაიმართება.

 

 

 

 

ნანახია: 214 - ჯერ