სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_9.png

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, 3 ივლისს,  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

ვარლამ ჭიპაშვილმა , საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ახალი დებულება წარუდგინა დასამტკიცებლად.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში  მდებარე   23 412        კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.14.33.083) შპს,,New Road”-ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის  შპს ,,B.P TRANS”-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,   სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით  სასყიდლით  2024 წლის  03 ივლისიდან  2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ , საკრებულოს წინადადებით მიმართა, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა.

1 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე , საკრებულოს წევრებმა 4 საკითხი განიხილეს.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს წევრებს, სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინა ანგარიში.

სხდომაზე ასევე მოისმინეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც 2023 წლის ივნისიდან , 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავდა.

ანგარიშები საკრებულოს მიერ დადებითად შეფასდა. 

წარმოდგენილ ანგარიშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე kharagauli.gov.ge

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბესიკ კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გააცნო კოლეგებს.

“ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა.

1 და 3 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომებზე , დეპუტატებმა საერთო ჯამში, ექვსი საკითხი განიხილეს. 

ნანახია: 428 - ჯერ