სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2504.JPG

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა.

ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი, მოსწავლეთა მშობლები და ანსამბლის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტზე სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად , სიმღერები შეასრულა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა ,,ხარაგაულის ხმები“.

ანსამბლი ,,უბისი“ ( ხელმძღვანელები, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები)  25 წელია ემსახურება ქართულ კულტურას. ანსამბლმა ხარაგაულის მრავალი თაობა აზიარა ქართულ ქორეოგრაფიას.

 

 

ნანახია: 242 - ჯერ