სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1772.JPG

ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ -ი დასრულდა.

ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა.

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ფესტივალზე სპექტაკლი ,,ბამბაზიის სამოთხე“ წარადგინა.

სპექტაკლი , ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით, თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე კომედიური, ტრაგედიულიი, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით წარდგნენ.

პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი - 2024“  ნომინაციებში,   ხარაგაულის თეატრიდან გამარჯვებულები არიან:

ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ 

ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ 

საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ 

თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე:

,,დასრულდა კიდევ ერთი იმერეთის თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის არსებობის მანძილზე ხარაგაულის თეატრის მიერ 11 სპექტაკლი იქნა ნაჩვენები.

 ბევრი ნერვიულობა და სიხარული განგვიცადეთ ამ წლების მანძილზე. 2012 წელს მივიღეთ ,,გრან-პრი", შემდეგ წლებში იყო მრავალი ნომინაცია და მრავალი სიხარული.

ამ ფესტივალთან ერთად ჩვენც ვიზრდებით და ვიცვლებით. ვაგრძელებთ ჩვენი 125 წლის თეატრის ტრადიციას. ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს.“

ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში

იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.

საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

 

ნანახია: 293 - ჯერ