სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1233.JPG

სალომე წარიაშვილი ახალგაზრდული ,,ოდეონის“ გამარჯვებულია

დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს

 ,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.

გამარჯვებული კონკურსანტები, ჟიურის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლინა ბარათაშვილმა დაასახელა.

თემაზე ,,ფესვები“  სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა.

სალომე წარიაშვილი:

,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ, იზა ვეფხვაძეს. ,,ოდეონი“ მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია. წერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ამ პროექტით დიდი გამოცილება მივიღე.“

მეორე ადგილზე , დაბა ხარაგულის მეორე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე მაგდა მიქაბერიძე დასახელდა.

მესამე ადგილი ხვდა წილად ბორითის საჯარო სკოლის , VIII კლასის მოსწავლეს , ქეთი კურტანიძეს.

ასევე დასახელდა ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე.

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად  10 დღის განმავლობაში მუშაობდა.

ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“  წელს მეორედ გაიმართა.

კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა.

კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ლიტერატურული  კონკურსი ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართა.

ნანახია: 491 - ჯერ