სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1R8A3716_1.jpg

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე მიიღო მონაწილეობა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე გახლდათ მიწვეული.

ფორუმსს სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ თბილისის მერია მასპინძლობდა.

 ფორუმზე, თემით ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში, ხარაგაულის მერი მოხსენებით წარსდგა.

ფორუმი მასშტაბური ხასიათის გახლდათ, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების მუნიციპალიტეტებიდან, მსოფლიო დონის ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ჩვენი თანამედროვეობის ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები - ქალაქის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესი მოსაზრებები, ინიციატივები და რეკომენდაციები.

გაიმართა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიც არის: ჯანსაღი ქალაქი, განახლებადი ენერგია, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება, დემოგრაფია, მიგრაცია, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი.

კობა ლურსმანაშვილი: ,,მადლობას ვუხდი ფორუმის ორგანიზატორებს მიწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის შედეგები და მიღებული და გაზიარებული რეკომენდაციები დაგვეხმარება ქალაქების და მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარებისთვის სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.“

ფორუმი ქალაქ თბილისში მიმდინარე წლის 6-7 ივნისს გაიმართა.

 

ნანახია: 155 - ჯერ