მოქალაქეების გადაადგილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ხარაგაულის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მერის , კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მერიამ 9 სვლა - გეზი შეისყიდა.
მომსახურების შესყიდვა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სოფლებში არსებული მდგომარეობის გაანალიზების და მოქალაქეების მომართვიანობის შედეგად იგეგმება.
უახლოეს დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს წყალაფორეთი - ვარძია-ხიდარი-კიცხი-დაბა ხარაგაულის და ლეღვანი -დაბა ხარაგაულის მიმართულებით.
მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულის მასშტაბით 25 სოფლის მოსახლეობას უწევს მომსახურებას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაწერილი მარშუტების შესაბამისად მგზავრობის ღირებულებად განსაზღვრულია 1 ლარი.
დღემდე ამ მომსახურებისთვის ხარაგაულის მერიამ 103,580 ლარი დახარჯა.