სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8475%20veb.jpg

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა 1 ივნისისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საზეიმო კონცერტით დაიწყო.

კონცერტის თემა  კინომუსიკა გახლდათ.

საესტრადო სიმღერების წრის მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს  ქართული კინოფილმებიდან.

ლიტერატურული თეატრის წრის მოსწავლეებმა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ფილმებიდან წარმოადგინეს სცენები.

შესრულდა მხატვრული კომპოზიციები.

 კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ბორის სკოლა პანსიონთან არსებული მოსწავლეთა სახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრე.

დღეს ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის  სახლის დაარსებიდან  72 წელი შესრულდა.

ნანახია: 179 - ჯერ