სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/konk1.jpg

ლიტერატურული თეატრი ახალგაზრდულ ,,ოდეონზე“ გიწვევთ

ლიტერატურული  კონკურსი ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართება.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, კონკურსი 2 ივნისს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში 10.00 საათზე დაიწყება და  18.00 საათზე დასრულდება.

მონაწილეთა რეგისტრაცია დაწყებულია, რომელიც  31 მაისს, 14.00 საათზე დასრულდება.

მონაწილეთა ასაკი 12_ 21 წელი იქნება.

„ოდეონში“ მონაწილეობის მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ მოსწავლეებს და  ახალგაზრდებს შეუძლიათ.

საკონკურსო თემა კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.

კონკურსის შედეგებს ჟიური (თავმჯდომარე ლინა ბარათაშვილი) შეაფასებს.

 ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს. შედეგები  კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.

„ოდეონში“ მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს იზა ვეფხვაძეს, ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 557 19 23 32;

 

 

 

ნანახია: 149 - ჯერ