სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8269.JPG

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

 კობა ლურსმანაშვილმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.

თათბირის მიმდინარეობისას მერმა , წარმომადგენლებს ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ხარაგაულის სერვის-ცენტრი ახალი ხელმძღვანელი, მამუკა არაბიძე და მთავარი ინჟინერი, ირაკლი კაპანაძე წარუდგინა.

 კობა ლურსმანაშვილი:

,,მოქალაქეების მომსახურების ნაწილში ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, თქვენი გამართული მუშაობა, ჩვენი მოქალაქეების უწყვეტ და ხარისხიან მომსახურებას ნიშნავს. მინდა მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. მერის წარმოადგენლები მზად არიან განიხილოთ ლოკალური პრობლემები თქვენთან ერთად. ვიცი რომ მზად ხართ, დროული რეაგირების მიზნით, ნებისმიერ ზარს უპასუხოთ, შესაბამისად იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“.

თათბირზე ხარაგაულის მერმა დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა.

როგორც მერმა განმარტა , პროექტები მზადაა.

,,მერიას სრული მზაობა აქვს დიდი მასშტაბის მქონე პროექტები განახორციელოს და თანხები აითვისოს. მიღებული დაფინანსება იმ პროექტების განხორცილებას მოხმარდება, რომელიც მერიამ უკვე შეისყიდა. თანხა ძირითადად კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება. პრიორიტეტი იმ პროექტს მიენიჭება, რომლითაც მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული დაფინანსების დროული ათვისების მიზნით ხარაგაულის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები.

 მთის ფონდიდან მიღებული დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება სოფელ წიფასა და ზვარეში. საერთო ჯამში ორივე პროექტზე , 1 242 ათასი ლარი დაიხარჯება.

 სტიქიების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები. ნახევარი მილიონი ლარი თეთრაწყაროში, გედსამანიასა და ახალსოფელში ცენტრალურ გზებზე არხის/ცხაურების მოწყობას მოხმარდება.

მერმა თათბირზე ყურადღება სოფლის მხარდამჭერი პროექტების მიმდინარეობაზეც გაამახვილა, როგორც მერის მოადგილემ , დავით დევდარიანმა აღნიშნა, მთავრობის განკარგულება უკვე გამოვიდა, შემდეგი ეტაპი ხელშეკრულებების გაფორმება და სამუშაოების დაწყება იქნება.

 დღესვე, კობა ლურსმანაშვილმა , მერის წარმომადგენლებს ახალი კოლეგა წარუდგინა , მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლად , ზურაბ ტაბატაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე წარმომადგენლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა.

სპარტაკ ლაცაბიძე , რომელიც მერის წარმომადგენელი გახლდათ მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში , მუშაობას კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილედ აგრძელებს.

 

ნანახია: 310 - ჯერ