ხარაგაულში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პატივგების ცერემონიით დაიწყო.
26 მაისი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმდჯომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,26 მაისი, განსაკუთრებულ და სიბოლურ დატვირთვას ატარებს. ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ასევე პატივს მივაგებთ, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, ეროვნული ინტერესების მატარებელი ადამიანის, მერაბ კოსტავას ხსოვნას.
ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის ის გახლდათ მაგალითი, როგორ უნდა იყო უკომპრომისო და შეუვალი, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
მერაბ კოსტავას სახელი გაიგივებულია საქართველოს სიყვარულთან და ეს მუხტი და განწყობა თაობებს გადაეცემა"- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა.