სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/9f656967-7626-466b-af53-9529c696ef1e.png

აღდგომის დღესასწაულზე ხარაგაულის მერია 700 ბენეფიციარს დაეხმარა

ხარაგაულის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დახმარება 700 ბენეფიციარს გაუწია. პროგრამის ბიუჯეტი 60 ათასი ლარია.

აღნიშნული თანხით დახმარება გაეწია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, უსინათლოებს, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს ( მათ ვინც სახელმწიფო პროგრამაში ვერ მოხვდა).

ასევე სააღდგომო ნობათი დაურიგდა სათნოების სახლის 160 ბენეფიციარს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

 ,,წელს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დახმარება გავუწიეთ იმ სეგმენტ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ. ესენი არიან,სხვადასხვა სოცილაური სტატუსის მქონე პირები, უსინათლოები, სათნოების სახლის ბენეფიციარები. ხარაგაულის მერია მთელი წლის მანძილზე ახორციელებს ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას, ჩვენ ვცდილობთ , ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

ხარაგაულის მერია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ნანახია: 642 - ჯერ