სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/436916844_829450472542533_7050240830684184902_n.jpg

ხარაგაულის მერია პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

„შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.

 კონკურსში 50  მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის  -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ  სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა  უზრუნველყოს.

მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსი, გივი კურტანიძე:

,,პროექტის ბიუჯეტით შეიქმნება ერთიანი რუკა-მონაცემთა ბაზა, რომელიც შემოქმედებითთან ერთად , გააერთიანებს ისეთ სივრცეებსაც , რომლებიც არ აშენებულა ან/და მანამდე არ გამოიყენებოდა შემოქმედებითი მიზნებისთვის (მაგ: მიტოვებული საწყობები, ყოფილი საწარმოო ტერიტორიები და მსგავსი).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მრავლადაა მსგავსი ტიპის შენობა, მათი აღნუსხვა და მონაცემთა ბაზის  შექმნა მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტს დაეხმარება  შენობების განახლებული ან ძველი ფუნქციით გამოყენებისთვის. აღნიშნული ცოდნა გააძლიერებს  მუნიციპალიტეტს  შემდგომი ღონისძიებების  დაგეგმვისა და პრიორიტეტების დადგენის მიმართულებით. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში ჩართულობისათვის,სრულყოფილი რუკის შექმნისთვის,დაინტერესებული ინვესტორისთვის ხელსაყრელი ვარიანტების  შეთავაზებისათვის.“

პროექტი ,,შემოქმედებითი კომპასი’’ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს  ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება

 

ნანახია: 487 - ჯერ