სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5275.JPG

ხარაგაულში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია სახელწოდებით ,,ჰიპერურიკემია - არტერიული ჰიპერტენზიის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორი“ ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციის ცენტრში, ქართულ პოპულაციაში ჰიპერტენზიისა და მასთან ასოცირებული რისკების კვლევის ჯგუფის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰიპერურიკემიასა და არტერიულ ჰიპერტენზიაზე მედიცინის მეცინიერებათა დოქტორმა , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარდიოლოგიის მიმართულების სრულმა პროფესორმა , თამაზ შაბურიშვილმა ისაუბრა.

იმერეთის რეგიონში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელებასა და მართვის მდგომარეობაზე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დალი ტრაპაიძემ, ჰიპეტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის წარმომადგენელმა საქართველოში.

შეხვედრას ხარაგაულის პირველადი ჯანდაცვის ოჯახის ექიმები, ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიმდინარეობისას დისკუსია გაიმართა და დარგის სპეციალისტებმა , კითხვა - პასუხის რეჟიმში, თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხეს.

სამეცნიერო კონფერენცია ხარაგაულის საკრებულოს და მერიის მხარდაჭერით, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის და ააიპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის უშუალო ჩართულობით გაიმართა.

ნანახია: 370 - ჯერ