სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4911.JPG

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა

მერის წარმომადგენლებთან, კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და მიმდინარე ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 890 ათასი ლარია. პროექტების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტი 136 ათასი ლარის თანადაფინანსებას გასწევს.

მერმა წარმომადგენლებს, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით , სოფლებში სასაფლაოების დასუფთავება და სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დაავალა.

სამუშაოები სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარების დახმარებით შესრულდება.

ნანახია: 320 - ჯერ