სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4790.JPG

ხარაგაულში მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

დღეს, 28 მარტს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტულ დარბაზში , მინი ფეხბურთში, გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ტურნირი საჯარო სკოლის 2013-2014 წწ დაბადებულ მოსწავლეთა შორის ჩატარდა , სადაც მონაწილეობა დაბის N2, სასულიერო გიმნაზის, ვარძიის, კიცხის და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სასულიერო გიმნაზიის და დაბის N2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ, მატჩი მეტად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, სადაც გამარჯვება სასულიერო გიმნაზიის გუნდმა, ანგარიშით 2:1 მოიპოვა.

ტურნირის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ და სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.

ბომბარდირი: ანდრია კვინიკაძე

საუკეთესო მოთამაშე : ანდრია კვინიკაძე

საუკეთესო მცველი: ანდრია კამკამიძე

საუკეთესო მეკარე: ნიკოლოზ ბექაური

საუკეთესო თავდამსხმელი: გაბრიელ გურგენიძე

 

ნანახია: 133 - ჯერ