შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა.
კონცერტი გაზაფხულის დღესასწაულებს მიეძღვნა.
ხარაგაულის საზოგადოების წინაშე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ, რომელთაც ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები ინდივიდუალურად და პედაგოგებთან ერთდ შეასრულეს.
საღამოზე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სიმღერა შეასრულა, სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატმა და პრიზიორმა , ნიცა ზუმბაძემ.
სიმღერები შეასრულდა ასევე გოგონათა გუნდმა ,,ედელვაისი“ (ხელმძღვანელი, დარეჯან კაციტაძე).
ღონისძიების დასასრულს შესრულდა ფერიების ცეკვა.
კონცერტის დასასრულს, სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ, დამსწრე საზოგადოებას მიმართა, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა ქალბატონებს და ღონისძიებაზე დასწრებისთვის მობრძანებულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.