სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2013%20w_1.jpg

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, 4 მარტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.  

სხდომაზე საკრებულოს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა , კახა გოლუბიანმა.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42H2SH7

საკრებულოს წევრებმა ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს სამსახურის უფროსმა , პეტრე შარიქაძემ წარუდგინა.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42HuQCD

წარდგენილი ანგარიშები საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.

ასევე დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  იურიდიული  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის   ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც საკრებულოს, ამავე კომისიის თავმჯდომარემ  ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/42H2SH7

სხდომას მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

 

 

ნანახია: 414 - ჯერ