სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/7b765d25-14b8-4d42-793e-08d9dc0ed34c.jpg

,,დანერგე მომავალი“ - სახელმწიფო გთავაზობთ დახმარებას სოფლად საქმიანობის წამოწყებისთვის

„დანერგე მომავლის“ ბაღების კომპონენტში რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში დამატებით +10% თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

თუ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გსურთ სოფლად საქმიანობის წამოწყება/განვითარება, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში:

  • მრავალწლოვანი ბაღბის თანადაფინანსება;
  • სანერგე მეურნეობის თანადაფინანსება;
  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება;
  • სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება.

 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად უნდა გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3uhXMUX

 

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მიმართეთ თქვენივე მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.

* კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43

 

 

ნანახია: 609 - ჯერ