"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება" პროექტის ფარგლებში, იწვევს ფერმერებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მესაქონლეობის (მერძეული) და მეფუტკრეობის (თაფლი) მიმართულებით სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით შემდეგი სამიზნე რეგიონებიდან: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), შეარჩევს 8 ფერმას (თითო სადემონსტრაციო ფერმა თითო რეგიონში თითო მიმართულებით – 4 ფერმა მესაქონლეობა (მერძევეობა); 4 ფერმა (მეფუტკრეობა) პროექტის სამიზნე რეგიონებიდან კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ფერმერული მეურნეობის განვითარებით.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 04 მარტი, 2024.
დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბმულს: https://grants.gfa.org.ge/grants/capca/
მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას:
ქუთაისი – 23 თებერვალი, 13:00 სთ სასტუმრო “ბესტ უესთერნ ქუთაისი” (იოსებ გრიშაშვილის N11)
__________________________________________
* კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43