ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა კინოთეატრში საახალწლო კონცერტი გამართეს.
საახალწლო კონცერტის სცენარი, ზღაპარი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა"ს მიხედვით იყო წარმოდგენილი.
მოსწავლეებს მიესალმა და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა.
კონცერტის ბოლოს მოსწავლეთა სახლის ყველა ბავშვს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
მოსწავლეთა სახლში სხვადასხვა წრეებში 230 ბავშვია გაერთიანებული.
მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ მოსწავლეთა სახლი მონაწილეობას ღებულობს მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებული მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამაში და ემზადება მოხალისის მისაღებად.
მოსწავლეთა სახლმა კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. კონკურსი 2024 წლის ზაფხულზე დასრულდება და 2024 წლის სექტემბრიდან მიიღებს უცხოელ მოხალისეს, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიების განვითარებაში. პროგრამების და პროექტების განხორციელებაში ,ახალი პროექტების შემუშავებასა და არაფორმალური აქტივობების დაგეგმვაში.
მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე:
,,ვულოცავ დამდეგ ახალს წელს, თითოეულ მოსწავლეს , მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ,ხარაგაულს და სრულიად საქართველოს. ვფიქრობ , მომავალ წელს მოსწავლეთა სახლი განსხვავებულ და საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზებთ. გვექნება სიახლეები, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს“.