სოფელ უბისაში, სერის უბანში, გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს.
2024 წელს დასასრულებელ პროექტს ხარაგაულის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
პროექტის საერთო ღირებულება ღირებულება-461 226 ლარია.
ბეტონის საფარი 1 700 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.
დაფინანსება ხარაგაულის მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიიღო.
სამუშაოების მიმდინარეობას მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო.