სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5515_1.JPG

ხარაგაულის მერმა საკრებულოს ბიუროს 2023 წლის ანგარიში  წარუდგინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს ბიუროს 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა. 

ხარაგაულის მერი გეგმავს  2023 წლის ანგარიში ახლოს გააცნოს ახალგაზრდებს და სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფებს.

,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია  მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

2023 წელს  ჩვენი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია და გამჭვირვალე.

სამუშაო პროცესის განხორციელებისას, გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია  ხალხთან, ვიყენებდით ყველა შესაძლებლობას საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუ რა სახის სოციალურ სერვისებს ვთავაზობდით მათ და რა პროექტები იგეგმებოდა  და ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

რაც მთავარია, ჩვენ ვუსმენდით მოსახლეობას , ვაკეთებდით საბიუჯეტო პროგრამების,  მერიის სოციალური სერვისების და ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზს, რამაც  მოგვცა  შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რომელ გამოწვევებს ვუპასუხეთ ღირსეულად,  და რა საჭიროებები რჩება კვლავ მოსახლეობის წინაშე“- განაცხადა ხარაგაულის მერმა.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე https://bit.ly/4ap4fgY

მერის ანგარიშს, საკრებულოს წევრები, 21 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე , განიხილავენ და შეაფასებენ.

 

 

 

ნანახია: 561 - ჯერ