2023 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა.
წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.
სოფელ თეთრაწყაროში, ხანდებსა და ვეფხვაძეების უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 259 ათასი ლარი დაიხარჯა.
ბეტონის საფარი 1157 მეტრ მონაკვეთზე დაიგო.
პროექტი გარდამავალი გახლდათ და 2024 წელს გასაწევი სამუშაოები წინსწრებით შესრულდა.
დაფინანსება მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღო.