სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture_2.JPG

24 ნოემბერს ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციით

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა  მიმდინარე წლის 24 ნოემბრს

დღის 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე გაიმართება.

გთავაზობთ ლინკებს, სადაც თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ

2024 წლის ბიუჯეტი -  https://bit.ly/47v5SrP

განმარტებითი ბარათი https://bit.ly/3MGTYC

პრიორიტეტების დოკუმენტი - https://bit.ly/40EBvw6

აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში

შემდეგი განრიგით მოხდება:

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 22 ნოემბერი დღის 11.00

საათი;

საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - 20 ნოემბერი დღის 12 საათი;

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის

საკითხთა კომისია - 22 ნოემბერი დღის 12 საათი;

საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის

კომისია - 22 ნოემბერი დღის 10 საათი და 30 წუთი;

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია - 20 ნოემბერი

დღის 13.00 საათი.

კომისიის სხდომები ჩატარდება ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე

განთავსებულ კომისიების სამუშაო კაბინეტებში.

 

გთხოვთ საკითხით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები

(ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში

არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 24 ნოემბრის დღის 11:00 საათისა.

აღნიშნული დოკუმენტები   საჯარო განხილვისათვის განთავსებულია მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge , მასალები ასევე გამოქვეყნდება ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის გაზეთში ,,ახალი ხარაგაული“

დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული

შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საკრებულოს აპარატში. მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15.

 

ნანახია: 686 - ჯერ